ახალი ამბები
ინალ არძინბა "აზოვსტალის" დამცველების ტრიბუნალში მონაწილეობის საკითხს განიხილავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბამ განცხადებით, "აფხაზეთის რესპუბლიკას ჯერ არ მიუღია მოწვევა დიპლომატიური არხებით "აზოვსტალის" უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მზადაა განიხილოს საკითხი, თუკი ეს მოხდება". ამის შესახებ არძინბამ სააგენტო "ტასს" განუცხადა.

"ოფიციალურად, დიპლომატიური არხებით - და ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი აღიარების შემდეგ - ჩვენ არ მიგვიღია ასეთი მოწვევა [ტრიბუნალში მონაწილეობის მისაღებად]. თუ მას მივიღებთ, მაშინ, ბუნებრივია, განვიხილავთ", - თქვა არძინბამ, რომელიც მოსკოვში აფხაზური ფორუმის ფარგლებში იმყოფებოდა.

უფრო ადრე დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ "აზოვსტალის" უკრაინელი სამხედროების სასამართლო პროცესი მაქსიმალურად ღია იქნება, მოწვეული იქნებიან სხვა, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, "აზოვსტალის" ყველა დამცველმა დატოვა ქარხნის ტერიტორია. რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.