თურქეთის ელჩმა, რომელიც ანკარაში „კონსულტაციებისთვის’’ გაიწვიეს, ქაიროში ბრუნდება, წერს The Hurriyet.
16 აგვისტოს,ელჩი ჰუსეინ ავინ ბოტსალი ეგვიპტიდან თურქეთ–სირიის ურთიერთობების გაუარესების გამო გაიწვიეს. პასუხად, ეგვიპტემ თავისი ელჩი აბდურაჰმან სალახადინე ანკარიდან გაიწვია.
ეგვიპტის წარმომადგენლეთა აზრით, მიზეზი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა იყო. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოჰანმა განაცხადა, რომ ეგვპტემ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა. საუბარია, მურსის მომხრეების დემონსტრაციის ჩახშობას, რომლის შედეგად 2000 ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები