ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მაცხოვრებლებს ფინანსურად დაეხმარებიან, სტუდენტებს კი სწავლას ისევ დაუფინანსებენ - სამინისტრო
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა კომისიის თავმჯდომარემ - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.

კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ქმედებათა კონკრეტული გეგმების განხილვა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სულ, დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 76,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორისაა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემების მოწყობის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან ხორციელდება: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის, კულტურის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

„გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, ბუნებრივია, რჩება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამ კუთხით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენისა და შესაბამისს სახელმწიფო სამსახურებთან ერთად, მათი მოგვარების კონკრეტულ გზებზე მსჯელობის მიზნით. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მოისმინა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, დასახა კონკრეტული ქმედებათა შემდგომი გეგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში ომით დაზიანებული სახლების აღდგენასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ისევე როგორც სტუდენტებისთვის 2022-23 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ. საქართველოს მთავრობა, 2013 წლიდან შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, განაგრძობს ერთიან ძალისხმევას აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.