ახალი ამბები
ხაჭაპურის მომზადების ხარჯი გაიზარდა
საქართველოში ხაჭაპურის მომზადების ხარჯი 27.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ კვლევა ISET-PI(ISET Policy Institute)-მა ჩაატარა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ 2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასმა 6.90 ლარი შეადგინა, ეს ციფრი წინა თვის(2022 წლის ოქტომბრის) მაჩვენებელს 4.9%-ით აღემატება,წინა წელის მაჩვენებელს კი 27.3%-ით.

„აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ხაჭაპურის ინგრეიდიენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში: ყველი – 35.2%-ით, ფქვილი – 19.9%-ით, კარაქი – 19.8%-ით, საფუარი – 15.1%-ით, კვერცხი – 10.1%-ით. ფასების წლიური ზრდა მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებმა განაპირობა: რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სტაბილურობასა და არსებული მდგომარეობის მიმართ გაურკვევლობაზე, რაც გლობალურად მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნაზე აისახა. რძის სექტორისთვის ინგრედიენტების დეფიციტი და წარმოების საშუალებების ხარჯების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. ომის ფონზე პირუტყვისთვის საჭირო საკვების წარმოების შემცირებამ გამოიწვია წარმოების ხარჯების ზრდა. მეტიც, ენერგეტიკული დანახარჯების ზრდამ, რამაც, თავის მხრივ, სასუქების ფასებზეც იმოქმედა, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობა“,- ნათქვამია კვლევაში.

ISET-PI-ის კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ მოსალოდნელია, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მოახლოებული საახალწლო დღესასწაულის გამო მოთხოვნა გაიზრდება. დიდი ალბათობით, ზამთარში მიწოდების შემცირების ფონზე ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.