ახალი ამბები
წალენჯიხის ბიუჯეტი ქართული ოცნების მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა
წალენჯიხის 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა 14.114 მილიონი ლარია, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, მეორე მოსმენით მიიღეს. საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი ენმ-ს, გახარია-საქართველოსთვის და ლელოს წევრებმა დაამტკიცეს.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს,მათ განაცხადეს, რომ მერიამ მათ მიერ გამოთქმული არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

ბიუჯეტის დამტკიცების პირველ მოსმენაზე დოკუმენტის მიღებას მხარი "გახარია-საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა არ დაუჭირეს. ამის მიზეზად, ისინი მერიის მხრიდან დაგეგმილ არამიზნობრივ ხარჯებს ასახელებენ. მათ შორისაა ქალაქის ტერიტორიაზე მონუმენტის დადგმის ინიციატივა. 

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. 11-11 წარმომადგენელი ჰყავთ ენმ-სა და "ქართულ ოცნებას". პარტია "საქართველოსთვის" 3 მანდატი აქვს. ერთი დეპუტატი კი "ლელოდანაა".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ივნისი 2024
ზუგდიდის მერია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
22 / ივნისი 2024
სოხუმი არ განიხილავს ტურისტული საქმიანობის შესახებ მოქმედ "კანონმდებლობაში" ცვლილების შეტანის საკითხს, - ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა "გიდების პროფესიული საზოგადოების" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
21 / ივნისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად  წალენჯიხის რამდენიმე უბანში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.