ახალი ამბები
ბადრი ესებუას პროცესზე იკითხება პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკთან მიიყვანა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღეს მოწმეებს შორის არის პირი, ვინც თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ფილიალთან მიიყვანა. დავით მატუამ სასამართლოს უთხრა, რომ შენიღბული მამაკაცი, სამხედრო ფორმაში, გზაზე გადაუდგა და მანქანის გაჩერება სთხოვა. მისი თქმით შეიარაღებულმა მამაკაცი ბანკთან ჩამოვიდა და მაშინვე ცეცხლი გახსნა.

"როცა მანქანაში ჩავისვი, ვიფიქრე, თანამრშრომელია და ოპერაციაზე მიდის-მეთქი… წინ დამიდგა და გავუჩერე. მერე ბანკისკენ მიმითითა, კართან მიმაყვანინა მანქანა, გადმოვიდა და გაისროლა. მე სამსახურში წავედი და ვთქვი, ყაჩაღი მივიყვანე ბანკში-მეთქი,"- უთხრა სასამართლოს დავით მატუამ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეებს, მათ შორის ყოფილ მძევლებს მოუსმინა ვინც თავდამსხმელმა გაქცევისას, სოფელ კირცხის მიმდებარედ ტყეში დატოვა.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / სექტემბერი 2024
2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება.
08 / სექტემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის მაზრაში განვითარებული მოვლენების შესახებ ბეჭდური სახით წიგნის გამოცემისა და საექსპოზიციო ფოტომასალების დასაბეჭდად 7 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
08 / სექტემბერი 2024
სამოქალაქო მოძრაობა, „აირჩიე ევროპის“ აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს. შემთხვევა დღეს დილით ანაკლიაში მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.