ახალი ამბები
ბადრი ესებუას პროცესზე მოიტანეს სკამი, რომელზეც თავდამსხმელი ბანკში იჯდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა გორგოლაჭიანი სკამი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალიდან, რომელზეც ბანკის მძარცველი იჯდა. სწორედ ამ მტკიცებულებიდან აიღეს სუნის ნიმუში.

დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ფილიალიდან ამოღებული სკამი ჰერმეტულად არ იყო დაცული. აღნიშნული მტკიცებულების მიმართ ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ უნდობლობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ სუნის ნიმუში გააყალბა.

"რატომ მოხდა ისე, რომ საკმაოდ დიდი ნივთი არა ჰერმეტულად იყო დახურული. ბრალდების მხარე გვიმტკიცებდა, რომ თურმე აღნიშნული ნივთი ორ პაკეტში მოათავსეს და ჰერმეტულად დახურეს, თუმცა მტკიცებულებას არაფერი არ ეტყობოდა მსგავსად დალუქვის. აქაც აქვს დაცვის მხარეს კითხვები აღებულ სუნის ნიმუშთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ვერ ჯდება საპროცესო ნორმებში და მგონია, რომ ბრალდების მხარემ ხელოვნურად გააკეთა იმისთვის, რომ გაეყალბებინა სუნის ნიმუში",- განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.

ბრალდების მხარე კი ფიქრობს, რომ საქართველოს ბანკიდან ამოღებული მტკიცებულებაზე , გორგოლაჭიან სკამზე საუბრისას დაცვის მხარე სუბიექტურია. შემდგომ პროცესებზე გამოსაკვლევად პროკურატურამ უკვე გამოითხოვა იარაღის მასრები, რომლებიც, მირანდა წერეთელის თქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. ამასთან დაკავშირებით ესებუას უფლებადამცველი განმარტავს, რომ, მსგავს პირობებში, როცა დაცვის მხარეს საპროცესო დარღვევის მიზეზით შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილეს ხმის ნიმუშების გამოთხოვასა და ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, არც ბრალდების მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო მასრების ექსპერტიზიდან გამოთხოვის წერილის დასაშვებობაზე, რადგან მასრები ჯერ კიდევ წინა პროცესზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.


" აღნიშნული სკამიდან ექსპერტის მიერ აღებული იქნა სუნის კვალი, რომელიც დაემთხვა ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშს. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს მტკიცებულება და დადასტურდა, რომ იყო ჰერმეტულად შეფუთული. სასამართლოს თვალწინ გაიხსნა მტკიცებულება და ყველა დარწმუნდა, რომ ლუქი და სხვა ნიშნები, რომლებიც მის ჰერმეტულად დახურვაზე მიუთითებდა არის ადგილზე. ბრალდების მხარე ასევე აუცილებლად გამოიკვლევს იარაღის მასრებს, მათი გამოკვლევა დღეს ვერ მოხერხდა, რადგან ეს მტკიცებულებები ბალისტიკური ექსპერტიზის შემდეგ, გაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში შედარებისთვის. მოცემულ დრომდე ეს კვლევა არ არის დასრულებული. ბრალდების მხარემ გაგზავნა უკვე წერილი, რათა გადმოგვეცეს ეს მასრები და პროცესზე გამოვიკვლიოთ", - განაცხადა საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ბადრი ესებუას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 19 აპრილს განახლდება.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს

ბანკზე თავდასხმელისა და ბადრი ესებუას ხმები იდენტურია - ექსპერტი

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა

პოლიციელი: „ბადრი ესებუას ვიცნობ, თავდასხმის დროს ხმით ვიცანი“

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2024
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, თენგიზ ქოჩუა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც თვითმხილველების თქმით, წინ შელაპარკება უსწრებდა.
13 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.
13 / დეკემბერი 2024
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.