ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საბჭოს წევრებს აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებული პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა 24 ივლისამდე განესაზღვრათ.

უწყების განცხადებაში განმარტებულია, რომ აღნიშნული პროცედურები ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას ემსახურება და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.

„აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, პროტოკოლის პროექტი მოამზადა, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა.

„გაიდლაინების“ საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული მოთხოვნები, ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვისთვის, მულტიპროფილური კლინიკის, მრავალდისციპლინური გუნდისა და მკურნალობაზე დამყოლობის თაობაზე საკითხები განხილულ იქნა 3 ივლისს ჩატარებულ იშვიათი დაავადებების საბჭოზე, რომელსაც ესწრებოდა მშობლების ჯგუფი. საბჭოზე დაითქვა სავარაუდო ვადა განახლებული პროტოკოლის დამტკიცებისთვის (15-20 ივლისი). პროტოკოლის ჯგუფის წევრებმა, დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობის გამო, მ.შ. საერთაშორისო ექსპერტთან, განახლებული პროტოკოლი სამინისტროში წარმოადგინეს 19 ივლისს. აღნიშნულის შესახებ, ამავე დღეს, განახლებული ინფორმაცია, წერილობით, მიეწოდა იშვიათი დაავადებების საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის - მშობლებს.

გარდა ამისა, მშობლების ჯგუფი მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იყო სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომელთან, პროტოკოლის მომზადების სტატუსის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს ყველა შეხვედრას ესწრებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობელთა ჯგუფი და შუქდებოდა მედიასაშუალების მიერ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ „გაიდლაინების“ საბჭოს განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა - ამდენად, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.

საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ, პროტოკოლი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები კომპანია "ბიომარინთან”, ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით.

სამინისტრო გამოხატავს მზაობას იშვიათი დაავადებების საბჭოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მედიკამენტის დანერგვის პროცესი წარიმართება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

სამინისტრო გააგრძელებს პროცესის კოორდინაციას ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო 19 ივლისს, იშვიათი დაავადებების საბჭოს წევრებთან, მათ შორის მშობლებთან, ამავე დღეს გაგზავნილ წერილს აქვეყნებს:

„საბჭოს პატივცემულო წევრებო, მოგესალმებით!

წარმოგიდგენთ 2023 წლის 03 ივლისს გამართული საბჭოს შეხვედრის შემდგომ მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას:

პროტოკოლის სამუშაო ჯგუფმა, 2023 წლის 19 ივლისს, სამინისტროში წარმოადგინა განახლებული ,,აქონდროპლაზიის და ჰიპოქონდროპლაზიის დიაგნოსტირება და მართვა 0-18 წლის ასაკში’’ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი);

პროტოკოლი განსახილველად წარედგინა გაიდლაინების საბჭოს. პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გაიდლაინების საბჭოს ეთხოვა მოსაზრებების წარდგენა 2023 წლის 24 ივლისის დღის ბოლომდე;

გრძელდება მოლაპარაკება კომპანია ბიომარინთან", - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.