ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი ამბობს, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მეტი ტურისტის ჩამოსვლა და ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება.

"ჩვენთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, ასევე მეტი ტურისტის მოზიდვა, საქართველოში ჩამოყვანა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.

მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი.

მინდა აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და სისტემის ეფექტურობა. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში, 2-3 დღეში ჩამოვიდა დელეგაცია ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, გვინდა მეტი ტურისტი ჩამოვიდეს არამხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. რაც შეიძლება ბევრმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი ქვეყანა, ხალხი. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება", - განაცხადა პრემიერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.