ახალი ამბები
სტოკჰოლმში ბიბლიას აფხაზურ ენაზე თარგმნიან
სტოკჰოლმის, (შვედეთი) ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტის (IBT) სპეციალისტები წმინდა წერილის აფხაზურ ენაზე თარგმნას შეუდგნენ. ამის შესახებ „აფხაზია-ინფორმს“ წყარომ განუცხადა, სასულიერო პირმა, გამოცემის თანახმად, ანონიმურობა ისურვა.

წყაროს განმარტებით, ბიბლიის აფხაზური ვერსია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ითარგმნება.

მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ სხდომაზე უკვე დაისვა ბიბლიის აფხაზურ ენაზე თარგმნის საკითხი. თუმცა ამ თემის მიმართ სათანადო ყურადღება არც „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, არც ახალი ათონის აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მხრიდან“ არ ყოფილა.

ამავე ცნობით, ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტი (IBT) სტოკჰოლმში 1973 წელს ბოსნიელი-ხორვატი პოეტის ბორისლავ არაპოვიჩის მიერ დაარსდა. ინსტიტუტის ვებგვერდის თანახმად, მათ პირველ პუბლიკაციებს შორის დ.ი. გულიას 1912 წლის თარგმანის ხელახალი გამოცემაც არის. მას შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო ბიბლიის აფხაზური ვერსიის გამოცემისა. 

გამოცემის თანახმად, 2005 წლის მაისში ინსტიტუტმა მიიღო წინადადება დიდი რაოდენობით ხელახლა გამოსცეს ახალი აღთქმის თარგმანი აფხაზურ ენაზე. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ინსტიტუტის ინიციატივით, ოთხი სახარებისა და საბავშვო ბიბლიის ახალი თარგმანის პირველი პროექტი მომზადდა. 1981 წელს გამოიცა იოანეს სახარების საცდელი თარგმანი.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.