"უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 
ამავე ცნობით, დეტალური ინფორმაცია და გზამკვლევი  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე - 
https://www.uefa.com/euro2024/ticketing/საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 
დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გერმანიაში, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილიამავე თემაზე: 
ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ - ნიკა კვეკვესქირის დედის პირველი ემოციები (აუდიო)
გამარჯვების მეორე დღე და ზუგდიდელების მილოცვა (ვიდეო)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
ნიკა კვეკვესქირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა
ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლაში ნიკა კვეკვესქირის საფეხბურთო პრიზები ინახება
			
მასალის გამოყენების პირობები