ახალი ამბები
მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას პროცესი გადაიდო (ფოტო)
ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარის მაია კალანდიას და „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესები 13 მაისამდე გადაიდო.

ორივე მათგანს საიას ადვოკატები იცავენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეები არ გაერთიანდა და პროცესები ერთსა და იმავე დროს იყო ჩანიშნული, სიჭინავამ თავად მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან მისი საქმის განხილვას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.

რაც შეეხება მაია კალანდიას პროცესს, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ სხდომა გადადებულიყო, რადგან ვერ მოასწრეს საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება.

სხდომის დასრულების შემდეგ გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და აქტივისტი ამბობენ, რომ მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„წარდგენილი მაქვს ბრალი, რომ არ დავემორჩილეთ პოლიციას, ასეთი რამ არ ყოფილა, რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, ჯერ თვითონ დაიწყეს და შემდეგ ვუპასუხე. მთლიანი კონტექსტი ეს შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რაც ხდება საქართველოში, არა რუსულ კანონს, არა ოლიგარქიას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - თქვა მაია კალანდიამ

მარიამ სიჭინავამ დასძინა, რომ მისი დაკავების დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს, ხოლო უკვე დაკავების შემდეგ, სამმართველოში მის მიმართ, სექსისტური განცხადებები ისმოდა:



,,არცერთი პოლიციელისთვის დაკავების მომენტში არ გამიწევია წინააღმდეგობა, პირიქით, მათ ვუთხარი, რომ მივყვებოდი და არ გამოეყენებინათ ძალა, თუმცა ჩვენ კარგად ვნახეთ დალურჯებები ხელებზე, სისხლჩაქცევები და ვნახეთ, რომ პოლიციამ ჩემ მიმართ გამოიყენა დაკავების მომენტში არაპროპორციული ძალა, ასევე, მანქანიდან სამმართველოს შენობაში მისვლამდე, პოლიციის უფროსი გამოირჩეოდა ჩემ მიმართ აგრესიით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა, დაახლოებით ოთხი პოლიციელი მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მხრიდან იყო ასევე სექსისტური განცხადებებიც: ,,რატომ არა, დარჩი, ლამაზი ქალბატონი ხართ და გიყურებთ, სხვა საქმე არ გვაქვს"...ვიღაცებს აწყობს, რომ ჩვენ გაგვტეხონ ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, ვერ შეგვაშინებენ, ვერ მოგვისყიდიან, ჩემთვის მიზეზი უცნობია რატომ დამაკავეს''.

30 აპრილს, ღამით, პოლიციის თანამშრომლებმა პარტია “ახალის” და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


ზუგდიდში მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციამ, სავარაუდოდ, დააკავა (ფოტო)

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს - ადვოკატი

თბილისში მიმდინარე აქციაზე ზუგდიდელი აქტივისტი როსტო ზარანდია დააკავეს






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.