ახალი ამბები
მეუფე გერასიმემ სააღდგომო ლიტურგია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში აღავლინა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში აღავლინა. ღამისთევის ლიტურგიის დაწყებამდე სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ლიტანია შეასრულეს. მათ ტაძარს გარშემო ხატებით, ჯვრებით, სანთლებითა და სააღდგომო საგალობლებით შემოუარეს. მრევლს გააცნეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეც.

მეუფე გერასიმემ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც უცხოეთში არიან, ჩვენს სულიერ დებსა და ძმებს აფხაზეთში. მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერად, ჯანმრთელად, დღეგრძელად გამყოფოთ. ქრისტე აღსდგა!, ჭეშმარიტად აღსდგა!", - თქვა მეუფემ.

ლიტურგიას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

სააღდგომო ღვთისმსახურება შესრულდა სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.