ახალი ამბები
ბჟანიამ სოხუმში საინფორმაციო ცენტრი გახსნა
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.

„აფსნიპრესის“ თანახმად, ინფორცენტრის მიზანია „შექმნას ახალი, უფრო ეფექტიანი სისტემა საზოგადოების დროული ინფორმირებისთვის, მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრთან დაკავშირებით“. ამავე ცნობით, პლატფორმა გულისხმობს „პრეზიდენტის“ თათბირების ონლაინ ტრანსლაციას, ბრიფინგებს და სხვა ღონისძიებებს მედიის მონაწილეობით.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და განთავსებულია „ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ყოფილ ოფისში“, იტყობინება ტელეგრამის არხები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზი ლიდერი 9 მაისს მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვიეს, არც მანადე ჩატარებულ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას დაასწრეს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 7 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, ეს უკანასკნელი, „მინისტრად“ დანიშვნის შემდეგ, ხშირად გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.