ახალი ამბები
პარლამენტმა "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო რამდენიმე წუთის წინ დაძლია. წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო. 

ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს ზუგდიდელმა, ხობელმა და ფოთელმა პარლამენტის წევრებმაც: ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მოგვიანებით კი, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ; ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ" დილიდან მიმდინარეობს. 

დღეს ზუგდიდის მერიის წინ მორიგი აქცია 17:30 საათზე გაიმართა. ლოზუნგით ,,წინააღმდეგობა საბოლოო გამარჯვებამდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად'' აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პარლამენტში მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათ ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო. მან ის პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა, მხოლოდ ერთი პუნქტის დამატებით, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში მერიის შენობასთან „აგენტების“ კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.