ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტის შეძენა-შენახვის გამო რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.


 

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 1 384 000 ლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავლებით ბრალდებულებმა დაახლოებით 231 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს, რაც შენიღბვის მიზნით მათთან დაკავშირებულ პირებზე გააფორმეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. ინფორმაციაში.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.