ახალი ამბები
იანვარ-მარტის მონაცემებით, ინვესტიციები 64%-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 201.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 64.4%-ით ნაკლებია.

საქსტატში ამბობენ, რომ შემცირება განპირობებულია სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის კლებით.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ძირითადი ინვესტორი სახელმწიფოები იყვნენ: თურქეთი - 42.4 მლნ დოლარი, ჩეხეთი - 41. 5 მლნ დოლარი, აშშ - 33.7 მლნ დოლარი, ნიდერლანდები - 32.3 მლნ დოლარი, მარშალის კუნძულების რესპუბლიკა - 22.3 მლნ დოლარი, იაპონია - 19.3 მლნ დოლარი.

ამავე ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორს შეეხო. მან 78.7 მლნ დოლარი მოიზიდა. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობა - 39.5 მლნ დოლარით (19.6 პროცენტი), მესამე ადგილზე კი ტრანსპორტის სექტორია - 38.8 მლნ დოლარით (19.3 პროცენტი).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.