ახალი ამბები
სოხუმელი მილიციელი, რომელმაც მოქალაქეს სცემა, სამსახურიდან „უარყოფითი მოტივებით“ გაათავისუფლეს, - მედია
აფხაზურმა ტელეგრამ - არხმა RESPUBLICA-მ სოხუმის ე.წ. მილიციის თანამშრომლის მიერ მამაკაცის ცემის კადრები გამოაქვეყნა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ძალა გამოიყენა „ახალი რაიონის“ განყოფილების თანამშრომელმა მანჩო კიახბამ, რომელიც დაკავებულს სხვა პოლიციელების თანდასწრებით ურტყამდა.

“ეხო კავკაზას“ თანახმად, ინციდენტს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ამავე ცნობით, დე ფაქტო შსს-ს მინისტრმა გასცა ბრძანება ფაქტზე „შიდა გამოძიების“ ჩატარების შესახებ. „შემოწმების“ შედეგად, მილიციის ერთ- ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, დანარჩენები კი დაჯარიმდნენ.

„პოლიციის დეპარტამენტის უფროსს პერსონალის არასათანადო კონტროლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის მაისში გალში ცემის შედეგად გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული მილიციელები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. სასამართლომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა, „სამსახურებრივი გულგრილობის“ მუხლით, სასჯელის ზომად კი გირაო შეუფარდა, 50 – 50 ათასი რუბლის ოდენობით.

გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს - ს სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა, ორი მათგანი დააკავეს.

თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ 2023 წლის 9 დეკემბერს გახდა ცნობილი. 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.