ახალი ამბები
ფსოუს ე.წ. საგუშაგოსთან მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელეს
გაგრის რაიონში, ფსოუს ე.წ. საგუშაგოსთან სროლაში ეჭვმიტანილები „აფხაზეთის მოქალაქეები“, ჩაგოვეცი კ. და ძმები გოჯუები არიან.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალური პროკურატურის“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ეტაპზე დადგინდა, რომ 23 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე „"Cherry “ - ს მარკის ავტომანქანაში მყოფმა პირებმა, „ფსოუს“ საგუშაგოსთან ცეცხლი გახსნეს კალაშნიკოვის ავტომატიდან და 27 გასროლა განახორციელეს. შედეგად, ასლან აკაბა სასიკვდილოდ დაიჭრა, დაურ კამლია, აიდა ზადიკიანი და ლევან ციციბავა, სხეულის სხვადასხვა არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ დახმარება გაუწიეს.

დე ფაქტო შსს - ს უფროსის რობერტ კიუტმა გუშინვე განაცხადა, რომ ფსოუს „საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან“ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს, „მათგან სამი აფხაზეთიდან, ერთი კი რუსეთიდანაა“.

23 ივნისს, ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი სროლის შედეგად მოკლეს ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ ფსოუს „საგუშაგოსთან“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.