ახალი ამბები
დღეს საქართველო ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩს ესპანეთთან გამართავს
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, კიოლნის სტადიონზე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთთან ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ფეხბურთელები ესპანურ გუნდს დაამარცხებენ, მეოთხედფინალში გერმანიის წინააღმდეგ იასპარეზებენ.

"ესპანეთთან ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ წავაგეთ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და იმედი მაქვს, ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენს მეტოქეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველო, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. 26 ივნისს, ქართველმა ფეხბურთელებმა F ჯგუფის ლიდერი, პორტუგალია ანგარიშით 2:00 დაამარცხეს და ფლეი ოფში სათამაშოდ მესამე ადგილი მოიპოვეს.

თამაშების ტრანსლაცია ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე მიმდინარეობს.


ფოტო: ეროვნული ნაკრები 

ამავე თემაზე:

როგორ აღნიშნეს სამეგრელოში საქართველოს ნაკრების გამარჯვება და ფელეი ოფში გასვლა (ფოტო)

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.