ახალი ამბები
რა უნდა გაითვალისწინოთ წინასაგამოცდოდ - naec.ge რჩევებს აქვეყნებს
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებ გვერდზე აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

Naec - ის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები შემდეგნაირია:

საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;

ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;

გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;

შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას.

შეგახსენებთ, 2024 წლის საგამოცდო პროცესი ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ხვალ, 3 ივლისს ელექტრონულად დარეგისტრირებული 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებს.

სამეგრელოს მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ზუგდიდსა და ფოთში განთავსდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: "გაიგეთ ჩვენი ხმა", ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2024
ჩივნინგის (Chevening) სამაგისტრო პროგრამა უკვე ათეული წლებია ხელმისაწვდომია საქართველოში, რას სთავაზობს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, ვის შეუძლია მასში ჩართვა, რა უნდა იცოდნენ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებმა, - რადიო „ათინათის“ კითხვებს პასუხობს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, სოფო ბერიშვილი.
23 / ოქტომბერი 2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
23 / ოქტომბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 25-26 ოქტომბერს კი მოსალოდნელია წვიმა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.