ახალი ამბები
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა
ზუგდიდის რეფერალურმა ჰოსპიტალმა საერთაშორისო სამედიცინო კომპანიისგან აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა სულხან ორჟონიამ უთხრა.

როგორც ის ამბობს, გერმანულმა მააკრედიტებელმა კომპანიამ (KTQ) პაციენტების უსაფრთხოების, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის ყველა დეტალი შეისწავლა, აკრედიტაციის გაცემა კი მათი დადებითი შეფასების საფუძველზე მოხდა.

"ჩვენი კლინიკის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება გერმანულ კომპანიასთან, რომელიც ამოწმებს ჰოსპიტალში როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე პაციენტების უსაფრთხოებასა და ზოგადად, კლინიკის ხარისხს. აღნიშნული კომპანია არის ხარისხისა და პროცესების მართვის მააკრედიტებელი ორგანიზაცია. განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, მიმდინარეობდა სხვადასხვა სამუშაო პროცესი, მათ შორის ტრენინგები პაციენტთა უსაფრთხოების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ბოლო ორი დღის მანძილზე ადგილზე შეფასდა ყველა განყოფილების მუშაობა, სადაც ხარისხის მაჩვენებლის ინდიკატორი შემოწმდა პაციენტის უსაფრთხოებისა და მართვის კუთხით. დააკვირდნენ პროცესს პაციენტის მიღებიდან მის გაწერამდე, დოკუმენტწარმოებისა და მისი მართვის კუთხით და კლინიკამ მიიღო უმაღლესი შეფასება და გახდა აკრედიტებული ჰოსპიტალი", - ამბობს ორჟონია. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის 2023 წლის ბრძანების მიხედვით, ყველა კლინიკა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს და სურს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღება 2024 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა იყოს აკრედიტებული საერთაშორისო მააკრედიტებელი კომპანიების მიერ.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
16 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.