ახალი ამბები
გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი

უნარების (სომხურად და აზერბაიჯანულად) გამოცდების პირველად შედეგები გამოაქვეყნა.

მიღებული ქულების სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: https://online.naec.ge/ და შესაბამის ველში საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად, უნდა მიუთითოს ხუთნიშნა პაროლი.

ცენტრში განმარტავენ, რომ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ“, - აღნიშნავს naec.

შეგახსენებთ, ცენტრმა აღნიშნული პროცესი 3 აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ოსურის ენის გამოცდების შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის 3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, აბიტურიენტებმა გამოცდები სხვადასხვა საგანში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში ჩააბარეს.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 10 000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.