ახალი ამბები
ნახევარ საათში გირაოს თანხა შეგროვდა, გაოგნებული ვიყავი - ვიტალი გუგუჩია
ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში  ხელის შეშლაში ბრალდებული ვიტალი გუგუჩია, რომელსაც სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, რასაც მისი თქმით, ვიდეო კადრებიც ადასტურებს.

"ის სამართლებრივი დევნა, რაც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცირკია. არანაირი დანაშაული მე არ ჩამიდენია და ეს საჯაროდ გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ სისტემა ასე მუშაობს. ამას საბჭოთა სისტემა ჰქვია. ეს ადამიანების დაშინების, მათი შეჩერების და დაბრკოლების მიზნით კეთდება. ბრალი ორი მუხლით წამიყენეს, ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელთაგან მე არცერთი არ ჩამიდენია. აღკვეთის ღონისძიების სახით კი გირაო შემიფარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გირაოს დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ კი ჩავიდენ ახალ დანაშაულს ან დავემალები გამოძიებას, მათ შეუძლიათ აღკვეთის ღონისძიება უფრო დამიმძიმონ და პატიმრობა შემიფარდონ. რაც შეეხება გირაოს, თანხა ნახევარ საათში შეგროვდა და დავწერე კიდეც, რომ მეტი აღარ დაერიცხათ გაოგნებული ვიყავი", - განმარტავს ის.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ გააგრძელებს აქტივისტურ საქმიანობას და როგორც პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო პროცესშიც ინტენსიურად ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიტალი გუგუჩიას, რომელსაც ბრალად "პოსტ ტვ" - ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა ედებოდა, 5000 ლარის ოდენობის გირაო დღეს, 6 აგვისტოს შეეფარდა.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც 28 მაისს, საკანონმდებლო ორგანომ "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ერთ-ერთმა აქტივისტმა პარლამენტიდან მომავალი დეპუტატების კოლონას აგინა. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გუგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. 29 მაისს, კი ქართული ოცნების დეპუტატი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა, თუმცა მეპატრონემ უპასუხა - "ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით".

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის მისაღებად "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე სამეგრელოში, გუგუჩიას საცხოვრებელ სახლთან მივიდა, რის შემდეგაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


ამავე თემაზე: 

სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

ვიტალი გუგუჩია პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დაიბარა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2025
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
15 / მაისი 2025
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მტკვარში გადავარდნის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
15 / მაისი 2025
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.