ახალი ამბები
მთავრობის დადგენილებით, თხილის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა
"თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და ის ეხება როგორც თხილის კულტივირების პროცესს, ასევე იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც გაუტეხავი, გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს ახორციელებენ.

ახალი მოთხვნების მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია მცენარეში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება უზრუნველყოს.

ის უნდა დარწმუნდეს, რომ არ არსებობს ისეთი გარემო ფაქტორები (მაგ.: ქარით, ნიადაგითა და მტვრით გამოწვეული დაბინძურება, მათ შორის, ასპერგილუს ფლავუსით/პარაზიტიკუსით), რომლებმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს პროდუქტის უვნებლობა.

გარდა ამისა, მცენარეების რიგებს შორის უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბაღში სოკოვანი დაავადებების გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ვენტილაცია, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს შესაწამლი სამუშაოებისას სპეციალური ტექნიკის შეყვანა ან/და შესაწამლი აპარატების გამოყენება. ბაღში სანიტარიული წესების დაცვით უნდა განხორციელდეს მოთიბული სარეველების, მოჭრილი ტოტების, ჩამოცვენილი, დაზიანებული ნაყოფის, ფოთლებისა და სხვა მცენარეული და ბიოლოგიური ნარჩენების მოგროვება, ბაღიდან გატანა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილას უტილიზაცია.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები: დამუშავების რაოდენობა, ხარჯვის ნორმა, ლოდინის პერიოდის, კომპლექსური და ორგანული სასუქისა და სხვა ბიოლოგიური ნივთიერებების შეტანის წესი, რათა საკვები ნივთიერებებით ნიადაგის გამდიდრების პარალელურად ნაკვეთში არ წარმოიქმნას მიკრობიოლოგიური და სოკოვანი დაბინძურების საფრთხეები;

მან უნდა აწარმოოს ჩანაწერები ბაღში ვეგეტაციის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ (აგროტექნიკური ღონისძიებების, გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ასევე ჩატარებული მონიტორინგის – პერიოდულად ბაღის ვიზუალური დათვალიერების, შედეგები მავნე ორგანიზმების არსებობის გამოვლენის მიზნით).

იმ რეგიონებში, სადაც ნალექების რაოდენობა ჭარბია და გრუნტის წყლების დონე ნიადაგის ზედაპირთან ახლოსაა, ბაღში უნდა არსებობდეს შესაბამისი სადრენაჟე სისტემა

რაც შეეხება მოსავლის აღების პროცესს, დადგენილების მიხედვით მწარმოებელმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დაიცვას:

კაკლოვანი კულტურების მოსავლის აღება უნდა დაიწყოს ნაყოფის მომწიფებისთანავე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სოკოვანი და მწერების შემოსევით გამოწვეული დაავადებების საფრთხე.

მიზანშეწონილია, ხის დაბერტყვისას კაკლოვანი კულტურების შეგროვება მექანიკურად, სპეციალური ჩარჩოს ფორმის ხელსაწყოს საშუალებით, ან ხის ძირში საფენის ან/და ბრეზენტის დაფენა/დაგება, იმისათვის, რომ ნაყოფი მიწაზე არ დაეცეს;

მოსავლის ტრადიციული მეთოდით აღების, კერძოდ, ხელით ან სპეციალური შემგროვებელი დანადგარის გამოყენების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

დაუშვებელია საქონლის ან/და სხვა ცხოველების ყოფნა ან ბაღის ტერიტორიის საძოვრად გამოყენება;

ბაღის ტერიტორიის საძოვრად გამოყენების შემთხვევაში, უშუალოდ მოსავლის აღების წინ, ნიადაგის ზედაპირი სათანადოდ უნდა დამუშავდეს (ნიადაგის კულტივირება, ფრეზირება, გადაბრუნება ან სხვა სათანადო მეთოდის გამოყენება) იმისათვის, რომ შემდგომში პროდუქტი ფეკალური მასებით არ დაბინძურდეს;

აუცილებელია აღებული მოსავლის ბაღიდან გატანა ზედმეტი დაყოვნების გარეშე, რათა მინიმუმადე შემცირდეს მიწასთან ახლოს ჰაერში ან ლპობადაწყებული მცენარეების ნარჩენებში არსებული ასპერგილუს ფლავუსისა და ასპერგილუს პარაზიტიკუსის სპორებით პროდუქტის დაბინძურების ალბათობა.

დადგენილება, ასევე, არეგულირებს თხილის გადამუშავების პროცესს და ადგენს, რომ საწარმოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მუდმივ ინფორმირებულობას ყველა იმ პროცედურის შესრულების აუცილებლობაზე, რომლებიც მიმართულია აფლატოქსინით პროდუქტის დაბინძურების რისკის შემცირებაზე საწარმოო პროცესში.

დოკუმენტის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6244487?publication=0


ამავე თემაზე:

ფაროსანას გავრცელებისთვის ყველაზე აქტუალური თვე ივლისია, ვურჩევთ ფერმერებს, შეწამლონ ბაღები - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / სექტემბერი 2024
2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება.
08 / სექტემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის მაზრაში განვითარებული მოვლენების შესახებ ბეჭდური სახით წიგნის გამოცემისა და საექსპოზიციო ფოტომასალების დასაბეჭდად 7 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
08 / სექტემბერი 2024
სამოქალაქო მოძრაობა, „აირჩიე ევროპის“ აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს. შემთხვევა დღეს დილით ანაკლიაში მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.