ახალი ამბები
სოხუმიდან კურსკის ოლქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს
ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც სეპარატისტული დონბასისთვის იყო განკუთვნილი, სოხუმმა კურსკის რეგიონში გადაამისამართა, ბატალიონ „პიატნაშკას“ ადგილმდებარეობის მიხედვით. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის ახალ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ლევ კვიცინიას თქმით, მათ დაუყოვნებლივ მიიღეს გადაწყვეტილება მარშრუტის შეცვლის შესახებ. 

„აფსნიპრესის“ თანახმად, კვიცინია კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა მიიღო, რის შემდეგაც, ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ჰოსპიტალში დაჭრილი აფხაზი მოხალისეები მოინახულა. უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები, ძირითადად, „პიატნაშკას“ ბატალიონში ირიცხებოდნენ.

მანამდე, „დონბასის ველური დივიზიის“ მეთაურმა, აფხაზმა მებრძოლმა ახრა ავიძბამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზი მოხალისეები კურსკის ოლქში გადაისროლეს. 2023 წლის ნოემბერში მან განაცხადა , რომ „პიატნაშკა“ გაფართოვდა და ჩამოყალიბდა „დონბასის ველური დივიზია“, რომელშიც სხვა დანაყოფებიც შედიან.

რუსეთმა 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 7 აგვისტოდან კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.