ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოში დელეგატები წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამეგრელოში 3 დელეგატი წარადგინა. მისი თქმით, ისინი რეგიონში "ქართული ოცნების" სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

კერძოდ, ზუგდიდში დელეგატი დავით კოდუა იქნება. ის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და 2012 წლიდან "ქართული ოცნების" წევრია.

ფოთში, ხობსა და სენაკში წარდგენილია მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია, ხოლო მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ილია ინჯია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

"როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი", - განაცხადა პრემიერმა.

ის ამბობს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ აღმოიფხვრება ის ნაკლოვანება, რომელიც მისივე თქმით, დაკავშირებულია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.