ახალი ამბები
ზუგდიდის მერია კომპაკ სპორტინგში შეჯიბრებისთვის 14 997 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაკ სპორტინგში შეჯიბრების ორგანიზებისთვის 14 997 ლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

ღონისძიების ღირებულება 4 997 ლარით აღემატება 2023 წელს მისთვის გამოყოფილ თანხას.

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს: შეჯიბრებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცის, სასროლი მოედნისა და სასროლი პოზიციების (სპეციალური კონსტრუქცია მსროლელისთვის) მოწყობა უზრუნველყოს; თეფშის სასროლი მანქანები, სასროლი თეფშები და სასაჩუქრე ვაზნები უნდა დააორგანიზოს; მსაჯი და ტექნიკური მუშაკი მოიწვიოს.

ტენდერში წინადადებები 27-დან 30 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია კი ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები მიმდინარე წლის 21-დან 23 სექტემბრამდე შეასრულოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2025
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
15 / მაისი 2025
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მტკვარში გადავარდნის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
15 / მაისი 2025
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.