ახალი ამბები
ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი მექანიზმია სოხუმისთვის - მაქსიმ ღვინჯია
რუსეთის და სხვა ქვეყნების მიერ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარება ხელს არ უშლის ამ პროცესის შემდგომ განვითარებას, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს „საერთაშორისო საკითხებში საგანგებო დავალება“ ახლად დანიშნულმა ე.წ. ელჩმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.

მისი თქმით, ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი მექანიზმია სოხუმის „საგარეო პოლიტიკისთვის“.  

„ეს არის ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ჩვენ ოფიციალურად ვართ წარმოდგენილი. ჟენევის მოლაპარაკებებზე პერიოდულად მაინც წყდება აფხაზეთისა და საქართველოს ყოველდღიური თანაცხოვრების და საზღვრის მწვავე პრობლემები. უბრალოდ ამ პლატფორმას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, არაა საჭირო მთელი თქვენი დროის დახარჯვა მტერთან მოლაპარაკებაზე, ასევე მეგობრები უნდა ვეძებოთ. მთელი ლათინური ამერიკა, აფრიკა, აზია, ევროპა შემოვიარე. მახსოვს ის დრო, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მზად იყო, პირდაპირ გამოეგზავნა საკუთარი საქონელი და ჩვენი პროდუქცია ეყიდა. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა ღვინჯიამ.

აღნიშნულ თანამდებობაზე, ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 აგვისტოს დანიშნა. 2021 წლიდან ღვინჯია ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე იყო საერთაშორისო საკითხებში, 2022 წლიდან კი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის საკითხებში.

თავად სერგეი შამბა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელად 8 ივლისს დაინიშნა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 61-ე რაუნდი 2024 წლის 26 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ კვლავ დააყენა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების საკითხი. 

ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2024 წლის დეკემბერში გაიმართება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირია.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.