ახალი ამბები
სოხუმში ჟურნალისტს და აქტვისტს ნიღბიანები დაესხნენ თავს
დღეს, სოხუმში თავს დაესხნენ აფხაზ ჟურნალისტს დავით გობეჩიას და მოძრაობა “ხარახპიცუნდას” აქტივისტს ლია აგრბას, წერს „ეხო კავკაზა“.

ამავე ცნობით, ოთხმა ნიღბიანმა პირმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი (სპრეი) გამოიყენა. გობეჩიას ცემა კამერამ დააფიქსირა. თავდამსხმელებმა ლია აგრბას ჩანთა წაიღეს.

გამოცემის ცნობით, დაზარალებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.

დავით გობეჩია, ტელეგრამ არხის „აფხაზური პორტალის“ ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მისი თქმით, მას რამდენიმე დღეა უთვალთვალებენ.

ტელეგრამის არხი „აფსნი ხაბარი“ იუწყება, რომ გასულ კვირას ლია აგრბამ ე.წ. „გენერალურ პროკურატურას“ მიმართა, „საზოგადოებრივი პალატის“ წევრის, დავიდ ფილიას მიერ მის მიმართ განხორციელებული ცილისწამების ფაქტზე.

მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „სოხუმის შს - ს დეპარტამენტი რესპუბლიკის ორ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს“.

ცნობისთვის, ახალგაზრდული მოძრაობა “ხარახპიცუნდას” წევრები აქტიურად გამოდიოდნენ „ბიჭვინთის აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის წინააღდმეგ, ასევე, ისინი აპროტესტებენ ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.