ახალი ამბები
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება, - ზატულინი
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება“, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
„რუსეთი არავითარ გავლენას არ იქონიებს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე, რისი იმედიც, შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს", - განაცხადა მან.

ზატულინის მტკიცებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები “საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ”.

ის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის ომისთვის ბოდიშის მოხდას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება.

"წინასაარჩევნოდ მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ახალი მიდგომა აირჩია. კერძოდ, ოსების წინააღმდეგ ბოდიშის მოხდა, 2008 წლის სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ითქვა. ისინი ცდილობენ, ამომრჩევლების ყურადღება იმაზე მიაპყრონ, რა ჩიხშიც სააკაშვილმა აგრესიით შეიყვანა ქვეყანა", - თქვა ზატულინმა და დასძინა, სოხუმი და ცხინვალი „საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ“.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.