ახალი ამბები
"ლასტოჩკამ" წარმატებით დაასრულა სატესტო რეისები სოხუმში - აფხაზური მედია
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულმა ელექტრომატარებელმა "ლასტოჩკამ" წარმატებით განახორციელა სატესტო რეისები ოკუპირებულ სოხუმში. 

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც მატარებელი პირველად ჩავიდა სოხუმში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესამოწმებლად, გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები.

"აფხაზეთის რკინიგზის დეპარტამენტის სამგზავრო სამსახურის უფროსმა რუსლან ხარაზიამ აღნიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი ტესტირების პროცესში: "ბოლო სატესტო გამოცდების დროს გამოვლინდა მხოლოდ მცირე შენიშვნები, დაკავშირებული მატარებლის გაბარიტებთან", - აღნიშნავს "აფსნიპრესი".

ინფორმაციისთვის, "ლასტოჩკამ", რომელიც სოჭიდან გაგრამდე რეგულარულად გადაადგილდება, 2024 წლის ექვს თვეში 23 222 მგზავრი გადაიყვანა. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი მგზავრი (7 890) რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლკაში ივნისში ჩავიდა, აპრილში ეს მაჩვენებელი 5 861 ადამიანს შეადგენდა, მაისში - 4 032- ს, მარტში - 2 400-ს, იანვარში - 1 719-ს, თებერვალში კი 1 320 - ს.


ამავე თემაზე: 

სოჭიდან გაგრაში ხვალიდან ჩქაროსნული მატარებელი ივლის

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.