ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

სამთავრობო კაბინეტში სამი ცვლილება იქნება. პრემიერ მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" 2024 წლის საპარლამენტო სიაში მე-10 ნომრად წარადგინეს.

ანრი ოხანაშვილი IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი და 2019 წლიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელია.

დავით სონღულაშვილი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

კობახიძის თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს, 25 ნოემბერს უნდა დაამტკიცოს. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კვლავ აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობე და ჯებირია აღმართული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.