ახალი ამბები
ზუგდიდში პროევროპული უწყვეტი პროტესტი გრძელდება (ფოტო)
ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილე მოქალაქეები უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ქუჩაში გამოდიან და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას.

ისინი თვლიან, რომ ეს ბრძოლა, სავარაუდოდ, არ იქნება ხანმოკლე, თუმცა, დანებებას არ აპირებენ, რადგან სურთ, რომ უკეთეს საქართველოში იცხოვრონ. ამიტომაც, გეგმავენ, რომ ახალ წელსაც, აქ, ამ ადგილას შეხვდებიან:

"პროტესტი არ ცხრება, პირიქით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს სამწუხაროდ ხდება საქართველოში, ჩვენ ხვალ სახლში მშვიდად ვერ დავსხდებით და ამიტომ, 10 საათიდან ვაპირებთ ამ ლოკაციაზე შეკრებას და ახალ წელსაც აქ შევხვდებით, იმიტომ, რომ ვიბრძვით ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის", - ამბობს აქციის მონაწილე, ნინო კემულარია, ასოციაცია "ნეოგენის" წარმომადგენელი. 

აქციის ორგანიზატორებმა, ისევე, როგორ სხვა დღეებში, მიმოიხილეს მიმდინარე მოვლენები, ასევე, ისაუბრეს, შეკრების თავისუფლების შემზღუდავ კანონებზე, რომლებიც დღეს შევიდა ძალაში. მათ ინაუგურაციის დღესვე ხელი მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა მედიაომბუდსმენი, ჯანო ჭკადუა, რომელიც, 28 ნოემბრიდან აკვირდება, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

"მე პირადად, აქციებს ვაკვირდებოდი და ვიყავი თბილისში, სადაც, სამწუხაროდ, ასეულობით ადამიანი იყო დაზიანებული პოლიციის მიერ და ათეულობით ჟურნალისტი. ჩვენ მედიაომბუდსმენის წარმომადგენლები ვიცავთ ჟურნალისტების ინტერესებს, და ამ დროის განმავლობაში, სადღაც , ასამდე ჟურნალისტს შეეშალა ხელის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და 50 მდე ჟურნალისტის მიერ განხორციელდა, ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიც არის, ძარცვა, დევნა, პროფესიული ნიშნით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, თუ მძიმე დაზიანება. ეს არის შემაშფოთებელი, ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ ხელისუფლება ყველაზე სწრაფად რეაგირებს, როდესაც აქციის მონაწილეების დაკავება არის საჭირო, და ძალიან აგვიანებს, როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილ სამართალდამცავებს ეხება საქმე", - უთხრა რადიოა "ათინათს" ჯანო ჭკადუამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დროული და სწრაფი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს, მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები.

აქციის მონაწილეებმა ფერადი მაშხალები აანთეს და პიროტექნიკაც გამოიყენეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით მიხეილ ყაველაშვილის მიერ დღეს ხელმოწერილი კანონპროექტები გააპროტესტეს, რომლებიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. რამდენიმე მოქალაქე, ბალაკლავას ტარების გამო, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში - მოქალაქეები 2025 წელს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდებიან

ზუგდიდში პროევროპული აქციები გრძელდება - პროტესტის 32-დღე (ფოტო)

"საჯარო მოხელეებს უნდა შევახსენოთ, რაც ქვეყანაში ხდება" - საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან იმართება (ფოტო)

ზუგდიდში საპროტესტო აქცია საახალწლო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა!
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.