ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა „ევრო 2024-ზე“ საქართველოს ნაკრების ასპარეზობის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დაიწყო
ეროვნულმა ბანკმა გასული წლის 26 მარტს „ევრო 2024“-ზე საქართველოს ნაკრების ისტორიული წარმატების აღსანიშნავად საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დაიწყო.

სებ-ში ამბობენ, რომ თარიღი სიმბოლურად შეირჩა და ის უეფას-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების გასვლის დღეს ემთხვევა.

მათივე ცნობით, სებ-მა გამოუშვა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო – 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი – 10 000-იანი ტირაჟით).

ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 130 ლარი, ოქროს მონეტის კი – 2 200 ლარია.

მათი გაყიდვა კი შემდეგი პირობებით მოხდება:

ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელია 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან:

ელექტრონული პლატფორმა – tkt.ge-ს მეშვეობით, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში (26 და 27 მარტს);

საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.

ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:

ელექტრონული პლატფორმის – tkt.ge-ს მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, იმავე დღის ბოლომდე;

საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.

ცნობისთვის, 2024 წლის 26 მარტს დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.