ახალი ამბები
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს.

სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის დანიშვნას 79-მა დეპუტატმა (0 - წინააღმდეგი) დაუჭირა მხარი.
ის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

ოხანაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. იქამდე, ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, 2 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცალკევდება. რეგიონული განვითარების მინისტრი გრიგოლ ლილუაშვილი იქნება, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძე დარჩება.

კობახიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს პაატა სალია წარედგინება. ის მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო, ასევე, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.