12-14 აპრილს გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება									
			
		
						
			
			
			
								გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში გრილი ამინდი შენარჩუნდება.  13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +16,+18 გრადუსს მიაღწევს. 
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში 12 აპრილს ზოგან მოთოვს.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი იქნება. 13-14 აპრილს კი შედარებით გამოიდარებს და დათბება.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები