ახალი ამბები
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რადიოს მხარდასაჭერად სპეციალურმიმართვას ავრცელებს.
მიმართვა წარმოადგენს რადიოს სექტორის მნიშვნელოვან აღიარებას და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ევროკავშირის დონეზე.
ვიდეომიმართვა ჩაწერილია ევროპის რადიოების ასოციაციის  (AER) ინიციატივით. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა

დღეს ყოველთვის რადიოთი ვიწყებ, ეს არის პირველ ხმა, რომელსაც ვუსმენ, სანამ იმეილს გავხსნი, სანამ ჰედლაინებს წავიკითხავ და სანამ დღე აქტიურად დაიწყება.
რა თქმა უნდა, მე არ ვარ ერთადერთი, - ევროპის მასშტაბით,რადიო მილიონობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მანქანაში, სახლში თუ სამსახურში. ის მშობლიურია, ხელმისაწვდომია, ეს არის აწმყო - მომენტები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის.
ჩვენს რეალობაში, ინფორმაციის დიდ ნაკადში, როცა სანდო წყაროების ამორჩევა სულ უფრო რთული ხდება, საზოგადოებამ იცის, სანდო ინფორმაციის მიღება ნამდვილად შეიძლება რადიოს საშუალებით.
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ რადიო ევროპაში ყველაზე სანდო მედიასაშუალებაა და ამას რადიოს მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ რადიოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ინოვაციები ყოველთვის იყო რადიოს ნაწილი, თუმცა, საზოგადოება ყოველთვის უბრუნდება ადამიანის ცოცხალ ხმას, წამყვანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს, ამ კავშირის შეგრძნებას და ერთიანობის განცდას. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდეს, რადიო ყოველთვის ადვილად საპოვნელი, მარტივადხელმისაწვდომი უნდა იყოს, ჭკვიანი მოწყობილობების და იმ პლატფორმების მეშვეობით, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ, ასევე, რასაკვირველია, ავტომობილებში.
სწორედ ამიტომ არის ციფრული ქსელი ასეთი მნიშვნელოვანი რადიოს მომავლისთვის ევროპაში, რადიო ყველას უნდა გვადარდებდეს და ვზრუნავდეთ მასზე, არა ნოსტალგიის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. თუ გვინდა, რომ მომავალი თაობები ნდობისა და ერთიანობის იმავე შეგრძნებით გაიზარდონ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რადიო თავის ადგილს არ დაკარგავს, ვინაიდან, როგორც ჩვენ ვიცით, ვიდეომ ვერ მოკლა რადიოვარსკვლავი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.