არჩევნები
„თავისუფალი დემოკრატები“ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაცია გმობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში განხორციელებული ძალადობის ფაქტს. "ცალსახაა რომ ქვეყანაში ნორმალური, სამართლიანი და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება არის როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის პროვოცირებაზე ან განხორციელებაზე, ჩვენთვის არის მიუღებელი.

ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ვგმობთ სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღნიშნული სასწრაფოდ იქნას გამოძიებული და თითოეული მასში მონაწილე მოძალადე უმკაცრესად იქნას დასჯილი.

4 წლის წინ ჩვენ ერთად შევებრძოლეთ მსგავს ფაქტებს, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ძალადობაზე, ზეწოლაზე, ადამიანის თავისუფლების ხელყოფაზე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კულტურის დასამყარებლად და მათ შორის განსაკუთრებით ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,-"ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.