არჩევნები
არასამთავრობო ორგანიზაციებმა განმეორებითი კენჭისყრის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს
განმეორებითი კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან. მათ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს.

,,არჩევნების დღის პირველი ნახევარი აღნიშნულ უბნებზე უმეტესწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაზედაც ვითხოვთ დაუყოვნებელ და მკაცრ რეაგირებას.

2016 წლის 22 ოქტომრბის განმეორებითი კენჭისყრა 15 საათის მდგომარეობით ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108 უბნებზე) უმეტესწილად მშვიდად მიმდინარეობს. თუმცა საკმაოდ მძიმე დარღვევა დაფიქსირდა სოფ. ჯიხაშკარის 79-ე უბანზე, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, ორგანიზაციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეიხედა ხმის მიცემის კაბინაში, იმ დროს, როდესაც შიგნით ამომრჩეველი იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი სხვა პირს თვალი ჩაუკრა და თქვა “ის შემოხაზა, ვინც ვუთხარით”. აღნიშნული ქმედება, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული დამკვირვებელმა ცესკოს წარმომადგენლის მიერ შენიშვნის გამოთქმის შემდეგ დატოვა საარჩევნო უბანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევა აღმოიფხვრა. აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება (თუმცა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რეაგირებაზე). ხმის მიცემის ფარულობის თუნდაც ერთჯერადად დარღვევა საკმარისია ამ დანაშაულის ჩამდენის პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენ მივმართვავთ ზუგდიდის საოლქო პროკურატურას ფაქტის გამოძიების და შესაბამისი პირის/პირების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.

საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები და უმეტესწილად მცირე ხარისხის ტექნიკურ გადაცდომებს აქვს ადგილი, რაც კვლავ მიუთითებს კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემაზე. აუცილებელია, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს, ყველა ჩართულმა მხარემ დაიცვას კანონით დაწესებული მოთხოვნები და თავი აარიდოს ამომრჩეველზე ზეგავლენის მოთხოვნას ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას",- ნათქვამია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.