უგულავა ზუგდიდში: დროა, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში ავირჩიოთ ქალი მერი (ვიდეო)
15:49 / 09.10.2017
"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის სკეიტ-პარკში საარჩევნო პროგრამის
პრეზენტაცია გამართა. პარტიის
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ შეკრებილებს სიტყვით
მიმართა და თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი არჩევის
შემთხვევაში, ზუგდიდში პენსიებისა და სოციალური შემწეობის გაზრდა და
3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და გადასახადების 10 %-ით დაწევა
ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს უფრო მიმზიდველს გახდის
ინვესტორებისთვის. ოთხი წლის განმავლობაში 3 000 ახალი სამუშაო
ადგილის შექმნა სრულიად რეალურია. აუცილებელია, რომ არსებული
სოციალური ფონი დავძლიოთ და სამუშაო ადგილების შექმნით ადამიანებმა
ღირსეულად შეძლონ საკუთარი ოჯახების რჩენა“, - განაცხადა
ქებურიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით,
ქებურიას ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც
ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიის - 25, ხოლო სოციალური შემწეობის 70
ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
„ზუგდიდს აქვს შანსი, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში ლელა
ქებურია აირჩიოს მერად და დაამსხიოს ის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც
ქალებს მაღალ თანამდებობზე არ ირჩევენ. უპატრონოდ მყოფი რეგიონების
ხანა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა უგულავამ.
შეკრებილებს სიტყვით პარტიის წევრმა ლაშა დამენიამაც მიმართა და მათ
არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საარჩევნო პროგრამის წარდგენას „ევროპული საქარველოს“ ლიდერები,
აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები