არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ®️
სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ვეტერანებს განუცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანების წინაშე გამოსვლა.

"ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს თავის სამხედრო ძალებს, არ არის ღირსი, მომავალი ჰქონდეს. მომავალი, დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენს წარსულ ბრძოლებზე. ვიმედოვნებ, რომ არ დაგვჭირდება ახალი ბრძოლები. ეს ყველაფერი მაინც პრეზიდენტის ხელში იქნება და არ შეიძლება, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ძალიან კარგად იმის შეგნება, რას ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მისი მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა.

ეს, ჯერ კიდევ არის ჩვენი მიზანი, რომელიც ბოლომდე არ არის მიღწეული. მიზანი დარჩება იქამდე, სანამ ჩვენს მეხსიერებაში იქნება იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს სწორედ ამ ტერიტორიებისთვის. მე გავიზარდე ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სხვა ვეტერანებს ვიცნობდი, მაგალითად შეფიცულებს, რომლებიც საქართველოს ხსოვნას ატარებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბრძოლა გამარჯვებით ვერ დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც რჩებოდნენ იმ იდეის მემკვიდრეები და ძალიან მაღლა ატარებდნენ საქართველოს იმდროინდელ სამფერიან დროშას, რომელიც ჩემთვის დარჩება ყოველთვის ამ დროშის გვერდით, რადგან ეს ორი არის განუყოფელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს ამ საუკუნეში. ეს არის ის ორი დროშა, რისთვისაც ღირს ამ ქვეყნის დაცვა და წარმოდგენა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც სხვადასხვა ფორმით გვეხმარებიან.

"მე ვიქნები ამ ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვიქნები თქვენი წარმომადგენელი. ამდენად, ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ, ალბათ, უნდა იყოს ავღანეთში, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც დაიღუპნენ. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საზღვრებს გარეთ გავიტანოთ საქართველოს იდენტობა, კულტურა, ფასეულობები ჩვენც რომ გაგვიცნონ მსოფლიოში, ევროპაში, როგორც ის ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან თავი დაიხსნა, დამოუკიდებელი გახდა, რომელსაც სხვადასხვა ფორმის დახმარება სჭირდება. ასევე, ქვეყანა, რომელიც არის მათი თანასწორი და შეუძლია თანაბრად გამოვიდეს მსოფლიო არენაზე. ჩვენ გვაქვს ღირსეული და ძველი კულტურა და მსოფლიომ უნდა დააფასოს ეს. მე ვიქნები თქვენ გვერდით, თქვენ უნდა მითხრათ, თუ რა არის საჭირო, რომ მე ვიყო ღირსეული ვეტერანების პრეზიდენტი, ასევე, იმედი მაქვს, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვეტერანებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.