არჩევნები
რაზე ისაუბრეს სამეგრელოს მერებმა ივანიშვილთან შეხვედრაზე
სამეგრელოს მუნიციპალიტეტის მერებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან და სხვა ლიდერებთან კონსულტაციები გაიარეს. შეხვედრას არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. 

ისინი გუშინ თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იყვნენ, სადაც, მათივე თქმით, არჩევნებში დამარცხების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პარტიის ხელმძღვანელებმა მათ პირველ ტურში წაგების მიზეზები კითხეს. გოგუას თქმით, მეორე ტურამდე კონკრეტული დავალება არ მიუღიათ, თუმცა, ის მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობს.

alt

„დეტალურად დავსახეთ გეგმები და ამოცანები, რაც უნდა განვახორციელოთ მეორე ტურამდე, თუ რამე ნაკლოვანებები იყო, აღმოვფხვრათ, საჭიროა მეტი მოტივაცია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ. ასევე, მეტი ყურადღება მოსახლეობას, მათთან შეხვედრების გამართვა და ინფორმაციის მიწოდება, თუ რას ვაკეთებთ. ვისაუბრეთ დამარცხების მიზეზებსა და გამოსწორების გზებზეც“, - თქვა გოგუამ.

პარტიის ოფისში შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვა მერებთან ერთად დაესწრო მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავაც. მან თქვა, რომ საუბარი არჩევნებს შეეხებოდა, თუმცა, დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

alt

„რა თქმა უნდა ვისაუბრეთ წაგების მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზეც, თუმცა ამაზე დეტალურად ვერ ვილაპარაკებ“, - გვითხრა გრიგალავამ.

შეხვედრაზე იყო ხობის მერი გოჩა ქაჯაიაც, თუმცა, მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე არ უსაუბრიათ.

"იყო ჩვეულებრივი პარტიული განხილვა, მეტი არაფერი", - აღნიშნა ქაჯაიამ.

გუშინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ ხელმძვანელები მუნიციპალიტეტების მერებს, საარჩევნო შტაბების უფროსებსა და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძრვანელებს შეხვდნენ.

სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ მესტიაში, აბაშასა და ხობში გაიმარჯვა.

ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებიც დაიბარეს

როგორ გადანაწილდა ხმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.