ახალი ამბები
პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება, ზუგდიდში მალე გამოჩნდება
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება. გამოცემის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის გივი ქარჩავას თქმით, ჟურნალი  ზუგდიდში, პრესის ჯიხურებში მალე გამოჩნდება. პირველ ეტაპზე მისი ტირაჟი 800-მდე ეგზემპლარს შეადგენს  და ფასი 5 ლარს არ აღემატება.

ბეჭდური გამოცემის პირველ ნომერში შესული სტატიები ეხება სამეგრელოს ისტორიას, ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიას, გენდერის საკითხს, გალის რაიონში შეცვლილ ტოპონიმიკას და ა.შ. ჟურნალში ასევე ნახავთ თარგმანებს, ლექსებს და პროზას. ამასთან, სპეციალურად ამ ნომრისთვის მწერალმა პაატა შამუგიამ ბავშვობის სიყვარულზე ნაწარმოები -„ჸოროფა არწო ართი ვა რე“ შექმნა. ჟურნალის გარეკანზე სიმბოლურად კოლხური ყოჩივარდაა გამოსახული, რომელიც გაზაფხულის მახარობელია და თოვლშიც ყვავილობს.

„ამ ეტაპზე ზუგდიდთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიებთან და პრესის ჯიხურებთან. ხობში, ჩხოროწყუსა და მარტვილში შეთანხმება მიღწეულია. რაც შეეხება სამეგრელოს სხვა ქალაქებს, ვეცდებით ჟურნალი აქაც მალე გამოჩნდეს“, - თქვა გივი ქარჩავამ.

გამოცემის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ჟურნალის შექმნის მიზანი მეგრული ენის გადარჩენა და პოპულარიზაციაა.  

რა მიზნით შეიქმა ჟურნალი ,,სქანი’’  და სხვა დეტალებზე, რამდენიმე დღის წინ  დილის გადაცემაში ჟურნალის რედაქტორმა გივი ქარჩავამ ისაუბრა


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" წარმოადგენს სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალ რუბრიკას, სადაც სახელწმიფოს და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს გაგაცნობთ.
კორონავირუსი
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 407 ნიმუშიდან 63-ზე დადებითი პასუხია.
ჩხოროწყუს მკვიდრი 83 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი თერჯოლის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
წალენჯიხის მერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ოქტომბერი 2020
ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
27 / ოქტომბერი 2020
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ და ტექნიკურმა პერსონალმა განათლების მინისტრს ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ წერილობით მიმართეს.
27 / ოქტომბერი 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. მას ჟურნალისტები რამდენიმე
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.