ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირთა საკითხებზე კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა. კონკურსის დეტალებზე საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია ახორციელებენ პროექტებს შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები. კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც და ბლოგერებსაც, რათა თავად აღმოაჩინონ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები“, - თქვა პედრიდისმა.

შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. აქედან, დაჯილდოვდება სამი ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ერთი ისტორია, ან სიუჟეტი საქართველოში მცხოვრებ, ან ემიგრაციაში მყოფ შშმ პირთა შესახებ.

კონკურსისთვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება დღეიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ისტორიები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად, რომელიც გადაეცემა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
19 / მარტი 2024
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.