ახალი ამბები
ვის ეკრძალება ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღება - მთავრობის ახალი რეგულაცია
მთავრობა სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის მიერ მომზადებული რეგულაციები.

„ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი - ასაკობრივი ზღვარი - 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით და ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები. მესამე საკითხი - რეკლამის შეზღუდვა - აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.
15 / აპრილი 2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) ზუგდიდსა და სხვა მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 81 მილიონი ლარი
15 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე ცდაზე კვორუმი შედგა. სხდომას დაესწრნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.