Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/FORUMI.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
“ერთად ჩვენ შევძლებთ“ - ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდში (ვიდეო)
„ერთად ჩვენ შევძლებთ“ - ამ სახელწოდების ახალგაზრდული ფორუმი ასოციცია „ათინათის“ ორგანიზებით დღეს, 7 დეკემბერს ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. ფორუმზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, 5 პროექტი იყო წარმოადგენილი. მათ შორის, „გზა ჯანმრთელობისკენ“, „არჩევანი ჩვენზეა“ (თემა-ეკოლოგია), „დავიწყოთ ცხოვრება ჯანსაღი წესით“, „მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება“ და „ვიცით უფლება- ვქნით მომავალს“ (ბავშვთა უფლებებზე). მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების, ბიზნესმენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბის მხრიდან, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა თითოეულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, განსაკუთრებული მოწონება ეკოლოგიისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების იდეამ დაიმსახურა. როგორც გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ, ისე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს პროექტების განხორციელებაში დახმარება და ხელშეწყობა აღუთქვეს. როგორც პროექტის კოორდინატორი სალომე გარდავა განმარტავს, ფორუმის მიზანია: მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, რეკომენდაციების შემუშავება და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობით. „პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და იმედი გვაქვს კიდევ გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტი აქტიური მოქალაქე გაუზარდოთ ჩვნს ქალაქს“ - ამობობს სალომე გარდავა. ახალგაზრდული ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.