Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/karasin.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/karasin.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/karasin.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/karasin.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
გრიგორი კარასინი - საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა 2013 წელს 40%-ით გაიზარდა
საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა 2013 წელს 40%-ით გაიზარდა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რუსეთი კვლავაც შეეცდება, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის მიმოსვლა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. "გასული წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით კულტურული, სპორტული და რელიგიური კავშირების, საქმიან წრეებს შორის კონტაქტების მნიშვნელოვნად გამოცოცხლება, რომელიც მანამდე უბრალოდ იბლოკებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დანერგილი რეჟიმით – მტრული ატმოსფეროთი. 2013 წელს რუსულმა მხარემ 40%-ით მეტი ვიზა გასცა საქართველოს მოქალაქეებზე, ვიდრე 2012 წელს. ამავდროულად, ჩვენ უფრო მოქნილად ვუდგებით მოქალაქეების კერძო ვიზიტების ვიზების გაფორმებას, დავეხმარეთ ადამიანებს ნათესაური კავშირების შენარჩუნებაში. მომავალში შევეცდებით, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამავდროულად, მოსკოვი ყველა ფაქტორს გაითვალისწინებს – როგორც ხელშემწყობ ქმედებებს ვიზის ლიბერალიზაციისადმი, ასევე ნეგატიურს. "ნეგატიურ ქმედებებს შორის პირველ რიგში, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონაა, ასევე ის ფაქტი, რომ ქართული მხარის მოთხოვნით, თბილისში ერთობ შეზღუდულია დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა შვეიცარიის საკონსულოში არსებულ ჩვენს სექციაში", - დასძინა გრიგორი კარასინმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.