საზოგადოება
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლი ივლისიდან იწყება
2014-2015 სასწავლო წლისთვის, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლი ივლისიდან იწყება. ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან 5 ივლისამდე რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების), მოწერილობის საფუძველზე. 5 ივლისიდან 10 ივლისამდე რეგისტრირდებიან უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები. 10 ივლისიდან კი რეგისტრირდება უწყვეტად ყველა ბავშვი. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ახალი 2014-2015 სასწავლო - სააღმრზდელო წლისათვის, ბაგა -ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის იქნებიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი. ამასთან, სააგენტომ რეგისტრაცია გამოაცხადა ივლისის თვეში მომუშავე საზაფხულო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების დასარეგისტრირებლად. საზაფხულო ბაგა-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყო. რამდენიმე მათგანში თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.