საზოგადოება
მანქანიდან ნაგვის გადაგდების გამო მოქალაქე,შესაძლოა,100 ლარით დაჯარიმდეს
ჩვენ გვაქვს სურვილი, გარდავქმნათ ნარჩენების საკითხზე მუშაობის პრინციპები, და ამ კუთხით ერთ-ერთი მიმართულებაა ჯარიმების საკითხი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ადევნებს თვალს დაბინძურების წყაროებს. ”მონიტორინგი ორი სხვადასხვა კუთხით მიმდინარეობს: პირველი, ეს არის ტიპური საყოფაცხოვრებო დაბინძურება, რომელსაც მოსახლეობა ახორცილებს, მეორე კი ინდუსტრიული დაბინძურებაა, რომელიც გაცილებით უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია,”-განმარტავს მურღულია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაბინძურების პრობლემა გლობალურად არსებობს. ეს ეხება როგორც დიდ ქალაქებში წყალსატევების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დაბინძურება ძალიან თვალსაჩინოა, ასევე მცირე დასახლებებში დაბინძურებას, სადაც დასუფთავების სისტემები არ არსებობს. თემურ მურღულია სანქციებზე საუბრისას აქცენტს ჯარიმების გაზრდაზე აკეთებს. ”ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები, თუმცა ამ შემთხვევაში, პარლამენტთან გვექნება აქტიური კონსულტაცია. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქუჩაში მცირე ზომის ნაგვის გადაგდება დაჯარიმდეს 80 ლარით, მანქანიდან ნაგვის გადაგდება კი - 100 ლარით”,- აღნიშნავს თემურ მურღულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.